24 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
"ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის"-სააკაშვილი მაკკეინის გარდაცვალებაზე საუბრობს

ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი  საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების ფაქტს. მან ვიდეომიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.  მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სენატორი მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, ვინც კი ჰყოლია პირადად მას და საქართველოს.

„ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი და არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი?!-იმიტომ, რომ  ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როცა გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი, ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. ჩვენ მრავალათასწლოვან ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი მაგალითი. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე. მისი საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება, საბოლოო განთავისუფლება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები