19 დეკემბერი 2024,   10:58
ვრცლად
"გაკეთდა შავი დედალივით" - გუგავა ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ლეიბორისტული პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასა და თამარ ჟვანიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

გიორგი გუგავას თქმით, თამარ ჟვანიამ ხელისუფლების დაკვეთით არჩევნები არაერთხელ გააყალბა.

„ქალბატონი ჟვანია არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით, რომელში ის მილიონებს იღებს, გაკეთდა შავი დედალივით ამ წლების განმავლობაში და ჯერჯერობით არ დამდგარა მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

"დღესვე უნდა აღიძრას მაგ ქალბატონზე სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში არის მისაცემი. მან არაერთხელ გაამრუდა ქვეყნის ბედი, გააყალბა არჩევნები, ბუნებრივია, ხელისუფლების დაკვეთით და ამაში მიიღო რამდენიმე ათეული მილიონი,“ - აცხადებს გიორგი გუგავა. 

დღის ამბები