15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
ჩანაწერებით თუ ჩანაწერების გარეშე, ეს პრობლემა აღიარებულია - "ევროპული საქართველო" არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას წელსაც შეეცდება. 

ლევან თარხნიშვილის თქმით, საჭიროა, დადგინდეს იმ ჩანაწერების ავთენტურობა, რომელიც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და საიდანაც, პარტიის ლიდერების მტკიცებით, დგინდება, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

თარხნიშვილი ფიქრობს, რომ ჩანაწერებითაც და ჩანაწერების გარეშეც ნათელია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ისევე შეეცდება, როგორც ეს წინა წლებში მოხდა.

„სამწუხაროა, რომ არაფერი გაკეთდა ამ არჩევნებისთვის, რომ ეს პრობლემა გამოსწორებულიყო. შესაბამისად, ახლაც, დაახლოებით, იგივე მდგომაროება გვაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გამოყენებით მოხდება ამ პრობლემის ნიველირება. ნამდვილად არ მინდა ჩანაწერებზე რაიმე კომენტარის გაკეთება, სანამ არ დადასტურდება მათი ავთენტურობა, თუმცა, ჩანაწერებით თუ უჩანაწერებოდ, ეს პრობლემა აღიარებულია,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი.

დღის ამბები