19 დეკემბერი 2024,   08:08
ვრცლად
„თუკი იქნება რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირებული, ამაზე ექნება საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება,“ - ცესკო

„თუკი იქნება რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირებული, ამ დარღვევაზე ექნება საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება,“ - ასე უპასუხეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ოპოზიციის ბრალდებებს  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებიოთ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ გამოვლენილ ფაქტებს ყურადღებით შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებაც ექნებათ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ყურადღებას მიაქცევს იმას, აუცილებლად, რომ მსგავსი ფაქტებით არ მიადგეს რაიმე ჩრდილი ზოგადად საარჩევნო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირებული, ამ დარღვევაზე ექნება საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუკი ეს სცილდება მის კომპეტენციას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, უკვე სხვა უწყებები იქნებიან ჩართულები თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია მოახდენს რეაგირებას, დარღვევების არსებობის შემთხვევაში,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა, სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან "ქართული ოცნების" აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

 

დღის ამბები