02 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
48 საათი გადაწყვეტილების შესაცვლელად - IBSU-ს სტუდენტები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

48 საათი გადაწყვეტილების შესაცვლელად - შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს ორდღიან ვადას აძლევენ.

დროის ათვლა უახლოეს პერიოდში, აპელაციის შეტანიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდება. იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები შიმშილობას აპირებენ. მთავრობის კანცელარიასთან დღის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქცია კი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შავი ზღვის უნივერსიტეტს სოლიდარობა სხვადასხვა სასწავლებლის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

"როდესაც ჩაგვბარდება ცენტრის გადაწყვეტილება აპელაციას დაუყოვნებლივ შევიტანთ. მოვითხოვთ, ცენტრმა დაჩქარებულ ვადაში განიხილოს ჩვენი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები გეგმავენ შიმშილობის აქციას,"- ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი სალომე სუხიაშვილი.

დღის ამბები