18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
დავით ბაქრაძე წინასაარჩევნოდ ასპინძის რაიონის მოსახლეობას ხვდება

დავით ბაქრაძე ასპინძის რაიონის მოსახლეობას ხვდება.

სოფელ ხიზაბავრას მოსახლეობას სასმელი წყლის, სასოფლო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აქვს. მათ მოსავლის აღება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო, უჭირთ.

ბაქრაძე მის ერთ-ერთ პრიორიტეტად ფერმერებისა და გლეხების დახმარებას ასახელებს და ამბობს, რომ ქართულ სოფლებს დღეს ბევრი პრობლემა აქვს.

„ხალხს სჭირდება პატრონი. სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც ივლის ყველგან,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები