19 დეკემბერი 2024,   03:04
ვრცლად
"გურამ, შენთან ვარ!" - საქართველოს ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო 

გურამ, შენთან ვარ!  - გურამ კაშიას მხარდამჭერებმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყეს.  კამპანიას უერთდებიან ცნობილი სახეები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საქართველოს მოქალაქეები 9 სექტემბერს გურამ კაშიას მხარდასაჭერად დინამო არენაზე მისვლას აპირებენ.

„სიბნელესთან გვაქს საქმე... მე მგონია, რომ კლავიატურაზე ნებისმიერ რამის დაწერა ძალიან მარტივია. კლავიატურის ლომებს მინდა მივმართო, რომ ადამიანებს, რომლებიც აგრესიას აფრქვევენ და ალბათ არაფერი ღირებული თავიანთ ცხოვრებაში არ შეუქმნიათ. მე მათ ვუსურვებ, რომ იყვნენ ისეთივე წარმატებულები, როგორიც გურამ კაშიაა, ისეთივე შრომისმოყვარეები, ისეთივე ქმრები, ისეთივე მამები, ისეთივე ფეხბურთელები და ისეთივე სწორი მოქალაქეები, როგორიც არის გურამ კაშია,“ - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

9 სექტემბრის თამაშზე მიდის არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის პროექტის მენეჯერი, ანა სუბელიანი.

„გურამ კაშია ისევე არის ამ ქვეყნის შვილი, როგორც ისინი. დავესწრები ამ თამაშს და არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ გურამ კაშიას რაიმეთი მაინც ხელი შეუშალოს ამაში. მერე უკვე სახელმწიფოზე, პოლიციაზე და ბევრს სხვა ორგანოზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მისცემენ აგრესიულ ძალებს რაიმეს უფლებას,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.

კამპანიას - გურამ, შენთან ვართ! უერთდება მაია კაჭკაჭიშვილი. კომპოზიტორი ამბობს, რომ 9 სექტემბრის თამაშზე წასვლას აპირებს.

დღის ამბები