25 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
რაც დავდექი მინისტრად, ნახევარი მომიწია შვებულება - ეკონომიკის მინისტრი 12 ივლისს დანიშვნის შემდეგ, შვებულებაში მესამედ გავიდა

ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ბოლო პერიოდში აღარ გამოჩენილა, „რუსთავი 2"-თან სატელეფონო კომენტარი გააკეთა.

გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე ნახევარზე მეტი შვებულებაში გაატარა და ახლაც ევროპაში იმყოფება.

ეკონომიკის მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა, შვებულებაში უკვე მესამედ გავიდა.

„რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ ასეთი საკითხი არ იდგმებოდა. რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოხდა, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის გარეშე დარჩენილი ეკონომიკის სამინისტროსა და გიორგი ქობულიას პასუხის შესახებ დეტალებს მაყურებელი 21:00 საათიან „კურიერში“ შეიტყობს.

 

დღის ამბები