26 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა

ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა. 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ერთკვირიანი სწავლება დაიწყეს.

წვრთნებში 1500 სამხედრო-მოსამსახურე და 400 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შემდეგ რუსი ოკუპანტები დანიშნულების ადგილებზე გადანაწილდნენ და სამხედრო ობიექტების დაცვაში ივარჯიშეს.

პარალელურად, ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნას ჩაატარებენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ასეულები. მანევრები ორ პოლიგონზე რამდენიმე ეტაპად გაიმართება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები