25 დეკემბერი 2024,   07:21
ვრცლად
„ყელიწადის ტბის ნახვა გვინდოდა, შეგვეშალა გზა და დაგვაკავეს" - თრუსოს ხეობაში დაკავებული მოლაშქრეები პოლიციაში გამოკითხეს

თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 ტურისტის გამოკითხვა მცხეთის რაიონულ სამმართველოში 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს უამბეს, თუ რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება.

როგორც მოლაშქრეები ყვებიან, ლაშქრობის დროს გზა აებნათ და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ.

„ყელიწადის ტბის ნახვა გვინდოდა, შეგვეშალა გზა და დაგვაკავეს. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაკითხვების შემდეგ გამოგვიშვეს,“ - ამბობს თრუსოს ხეობაში დაკავებული ერთ-ერთი მოლაშქრე, გიორგი ბაღდოშვილი.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 5 ქართველი ტურისტი თრუსოს ხეობიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. 

დღის ამბები