რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული მედია-ფორუმი აქციის ფონზე ჩაივლის. ღონისძიების პარალელურად სასტუმროსთან შეკრებას გეგმავენ მოქალაქეები.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. ამ წუთებში ადგილზე უკვე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიაა”. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან რეაგირებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი რუსული მიზნების გატარებას გააპროტესტებენ.
„შევეწინააღმდეგებით იმ მედია-ფორუმის ჩატარებას. ეს არის ჩვეულებრივი რბილი ძალა. მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. რეაგირება უნდა ჰქონდეთ მათ , მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძინავთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი.