19 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ჩვენ მივიღეთ დღეს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ - ციხელაშვილი

"ომიდან 10 წლის თავზე ადამიანები ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს რუსეთის პოლიტიკის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განსაკუთრებით მწვავედ აწყდებიან," - ეს განცხადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.

ციხელაშვილმა კომისიის წევრებს ინფორმაცია სასტიკ მკვლელობებზე, მავთულხლართების გამოყენებით ადამიანების დაშორებასა და პროპაგანდისტული მეთოდებით საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაზე მიაწოდა.

კომისიის სხდომა, რომელიც მთლიანად ოკუპაციაზე საუბარს დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნა. ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის მხარდაჭერა.

„მე ვისაუბრე დღეს არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც ადამიანები ღია ოკუპაციის პირობებში ათი წელია აწყდებიან, ძალიან კონკრეტულ მაგალითებზე მათ შორის ტატუნაშვილის ტრაგედიაზე, იმაზე, რომ ეს სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი, ეს არის ყველაზე მძიმე გამოვლინება იმისა, თუ რას ნიშნავს განგრძობითი ოკუპაცია.

ჩვენ მივიღეთ დღეს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ეს მხარდაჭერა არის არამხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა არამედ იმ ფუნდამენტის მხარდაჭერა რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო“- აცხადებს ციხელაშვილი.

დღის ამბები