ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ბიუ-ბიუს“ მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ნიღბიანი პირი მაღაზიაში ცივი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა და დანის მუქარით სალაროში არსებული ფული წაიღო. უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.
კონსულტანტი, რომელსაც თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, ამბობს, რომ თავდამსხმელს ქუდი ეფარა და სამედიცინო ნიღაბი ეკეთა, რის გამოც მისი იდენტიფიცირება უჭირს.
თავდამსხმელმა ფულის აღების შემდეგ მიმალვა შეძლო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მეზობელი მაღაზიის თანამშრომლებმა გამოიძახეს.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.