18 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმიანობაა - ფინანსთა მინისტრი

„ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმიანობაა,“ - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.

ივანე მაჭავარიანს უჭირს პროგნოზის გაკეთება, როდიდან დაიწყებს ლარის კურსი გამყარებას.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალუტის კურსის ცვლილებას. მაჭავარიანის თქმით, ე.წ. მცურავი კურსი ეკონომიკის სიჯანსაღეს განაპირობებს.

„ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმიანობაა, არა მარტო ლარის კურსზე, არამედ ნებისმიერ კურსზე, ეს ცნობილი ფაქტია, მე მგონი, მთელ მსოფლიოში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი და მგონია, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, პერიოდულად რყევები შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რომ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 7 პროცენტით გაუფასურდა, რამაც საწვავსა და პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობა.

დღის ამბები