19 დეკემბერი 2024,   11:05
ვრცლად
"მეტი სექსი, მეტი თავსუფლება"-"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩვენო რეკლამა პორნოსაიტებზე

"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო რეკლამა პორნო საიტებზე - ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოპულარულ პორნოგრაფიულ გვერდზე, რომელსაც საქართველოში ფართო აუდიტორია ჰყავს, საარჩევნო ბანერები განათავსა.

საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ რეკლამა მუშაობს, რადგან ბანერების განთავსებიდან მალევე „გირჩის“ ვებ-გვერდზე მოძრაობის წევრად 200-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.  

„მიზეზი  იყო სწორედ ის, რომ ძალიან პოპულარულია ეს პორნო გვერდები. ძალიან ბევრი ადამიანი შედის მათშორის საქართველოდან ნახულობს და ძალიან იაფია ასეთი რეკლამის განთავსება, ვიდრე ქუჩაში  ბანერები და ბილბორდები რაც ჯდება საქართველოში. ჩვენ ვიცით რომ  ფინანსური რესურსები ძალიან მწირი გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი რაღაც პრინციპში ახალი საქართველოსთვის, გზა აგვერჩია და რეკლამა განგვეთავსებინა პორნო საიტზე. როგორც ჩანს მუშაობს საკმაოდ  ეფექტურად. მათშორის გვყავს უკვე 2 ასეულზე მეტი ადამიანი ვინც იქიდან გადმოვიდა  ჩვენ მხარდაჭერების პორტალზე და დარეგისტრირდა როგორც  გირჩის მხარდამჭერი. ორი ბანერია. ერთ-ერთ ბანერზე არის მეტი სექსი, მეტი თავსუფლება. მეტი თავისუფლება არის გირჩის სლოგანი პრინციპში დაფუძნების დღიდან. და მეორე ბანერზე არის ხუმრობა საქართველოში პოლიტიკური პარტიების კანდიდატების არსებულ დაპირებებზე , რომ გაგიზრდით პენსიას, გაგიზრდით სოციალურ დახმარებას,“ -განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

დღის ამბები