16 სექტემბერი 2019,   05:03
ვრცლად
„რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანაა დემოკრატიის დისკრედიტაცია მსოფლიოში" - ბათუ ქუთელია

თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საგარეო საფრთხეებზე, კონკრეტულად კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„მსოფლიო თავდაყირა“ – ამ სახელწოდების კონფერენციაზე თბილისში ამ წუთებში მსჯელობენ. შეხვედრას პოლიტიკოსები, გავლენიანი დასავლელი და ქართველი ექსპერტი ესწრებიან.

„რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანაა დემოკრატიის დისკრედიტაცია მსოფლიოში, შესაბამისად, შიგნიდან დემოკრატიას აქვს ახალი გამოცდა. ეს არის ავტორიტარიზმი, კლეპტოკრატია, კორუფცია, ეს შინაგანს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და დემოკრატიამ პრობლემების ტალღა უნდა გადალახოს,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები