26 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში - ენმ ამტკიცებს, რომ კომისიები "ქართული ოცნების" სიებით კომპლექტდება

ხმაური სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ოპოზიციის პროტესტი დამოუკიდებელი წევრების არჩევას მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, სხდომაზე იმ ადამიანების სია წარადგინა, რომლებიც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბმა შეარჩია, კომისიას კი დამოუკიდებელი წევრების სტატუსით უნდა აერჩია.

პროტესტის ნიშნად დღეს სხდომა გაერთიანებული ოპოზციის წევრებმა 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დატოვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი დადგმული იყო და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატების სახელით საარჩევნო ადმინისტრაციები ოცნების მხარდამჭერებს ამტკიცებდნენ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მტკიცებულებად დღეს რამდენიმე ჩანაწერიც გაავრცელა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გურიაში საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ტელეფონით დაურეკეს და თავი ქართული ოცნების წარმომადგენლად გააცნეს. კანდიდატებმა საუბრისას დაადასტურეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მათ ქართული ოცნების წარმომადგენელმა მოსთხოვეს და ისინი მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.

 

დღის ამბები