20 სექტემბერი 2018,   13:51
ვრცლად
ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. 

სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ რამდენიმე წუთის წინ გახდა.

სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა.  

საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია კარვის გაშლის გარეშე გაგრძელდება. ის შიმშილობის გაგრძელებასაც გეგმავს.

სამართალდამცავებმა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები გაიტანეს.

უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს ამოიწურა აქციის მონაწილეების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა. მათ ხელისუფლებას გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები