19 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
"ეს არის ჯაშუში, პუტინის მონა" - სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველი ქუთაისში შეძახილებით შეხვდა

„სალომე გამოდი უთხარი ქვეყანას სათქმელი, რა პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ შენ მონა?“-ამ შეძახილებით დახვდა ქუთაისში მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს. ისინი  ამბობენ, რომ აპროტესტებენ ისეთი ადამიანის ჩასვლას ქუთაისში, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა. მათ საპრეზიდენტო კანდიდატს პუტინის მონა უწოდეს.

„უარს ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მცდელობას საქართველოში. ეს არის ეროვნული დანაშაული თუ კი  ჩვენი ხალხი ამას დაუშვებს. ადამიანი, რომელიც მუდამჟამს იმეორებს  იმას, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი ეს არის ჯაშუში, პუტინის მონა,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა დარბაზში შესვლა სცადეს. 

თავად სალომე ზურაბიშვილი დარბაზში უკანა კარიდან შეიყვანეს. მას არ წაუკითხავს ტრანსფარანტები, რომელიც ადგილობრივებმა მიიტანეს.

„ოკუპანტები შორს ქართული მიწიდან, საქართველოს გაუმარჯოს,“-სკანდირებდნენ შეკრებილები.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2008 წელს საქართველო თავისივე მოქალაქეებს ბომბავდა. 

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქუთაისში იმყოფება კახა კალაძეც, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. 

დღის ამბები