25 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
„ასეთი განცხადებები შესაძლებელია, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩვენი მტრის ხელში" - არასამთავრობოები ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გასაგზავნ სარჩელებზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან მსგავსი შეფასებები არა მხოლოდ სამართლებრივ პროცესს დააზარალებს, არამედ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მათ აღსრულებას.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლის ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და კონკრეტულ განაჩენს გამოიტანს ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური კონტექსტი და გადაწყვეტილებები.

„საგამოძიებო პროცესის შემდეგ ჰააგის სასამართლომ უნდა გამოსცეს კონკრეტულ პირებზე დაკავების ორდერები, რასაც შემდეგ უკვე სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ კონკრეტული ადამიანები იქნენ დაკავებულები და ჰააგის სასამართლოში მიყვანილები. სწორედ ამ პროცესისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი განცხადებები,“- აღნიშნა ნიკა ჯეირანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, მით უმეტეს უკვე პრეზიდენტის რანგში იგივე განცხადებების განმეორება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეებზე საერთაშორისო სამართლის ორივე ინსტანციაში უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს.

„ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მას შემდეგ თუკი ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ბუნებრივია შესაძლებელია, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩვენი მტრის ხელში საერთაშორისო სასამართლოებში. ამის პრეცედენტებიც არსებობს, მაგალითად, 1974 წელს ავსტრალია-საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე, რომელშიც მტკიცებულებად იქნა მოხმობილი პოლიტიკოსების განცხადება, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოში, ასე, რომ თუკი ეს ადამიანი იქცევა საქართველოს პრეზიდენტად, მისი საჯარო განცხადებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სახელმწიფოს მიერ საკუთარი ინტერესების დაცვაზე საერთაშორისო სასამართლოებში,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები