20 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერები და სავარაუდო კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - სუს-ში ზუგდიდის ყოფილ მერს კითხავენ

სკანდალური აუდიოჩანაწერები და სავარაუდო კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში -რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია.

მან სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ისაუბრებს სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით.

უკვე ერთი საათია, უწყებაში იმყოფება კახა მიქაია.

დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყებაში იმ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიბარეს, რომელიც მან კურიერს გადმოსცა და რისი გასაჯაროვების შემდეგაც გამოძიება დაიწყო.

კახა მიქაია აცხადებს, რომ მედიაში აუდიოჩანაწერის მხოლოდ მცირე ნაწილი გავრცელდა, სინამდვილეში კი ეს ჩანაწერი 1 საათსა და 57 წუთს გრძელდება. მიქაია აცხადებს, რომ ჩანაწერი ახალია.

„საუბარში მონაწილეობენ ბიზნესმენი გოგია და ქობალია. მე გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს ამ ჩანაწერს და ავთენტურობაზე მან იზრუნოს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია,“ - განაცხადა მიქაიამ.

საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებას. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა, პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები