15 ნოემბერი 2018,   07:08
ვრცლად
საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-თვის, ნატო-ც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა და საჯარო მოხსენებით ჰერითიჯის ფონდში გამოვიდა.

იენს სტოლტენბერგმა კურიერის კითხვასაც უპასუხა, რომელიც ალიანსის გაფართოებას და საქართველოს გაწევრიანებას შეეხებოდა და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არანაირად არ ვცნობთ რუსეთის ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე. ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრ ქვეყნების ლიდერებმა გაიმეორეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში, აქვს ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაც. გავხსენით წვრთნისა და შეფასების ცენტრი და ვეხმარებით თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებაში. საქართველო აღწევს პროგრესს, რაც მისასალმებელია. გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას და დავეხმარებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენ მადლიერი ვართ, რასაც საქართველო აკეთებს ნატო-თვის... ასე რომ, საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-თვის, ნატო-ც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერებას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საჯარო მოხსენების დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოებაზე, მათ შორის, თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. სტოლტენგერგმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია გლობალური და ალიანსის სივრცის უსაფრთხოებაში გერმანია. მან ასევე ხაზი გაუსვა ამერიკული ბაზების არსებობას ევროპაში.

ნატო-ს გენერალურ მდივანს თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გადაწყვეტილებაზეც ჰკითხეს. მისი თქმით, ეს საკითხი გამოწვევაა და ის მიესალმება დიალოგს ანკარას და ვაშინგტონს შორის.

 

დღის ამბები