19 დეკემბერი 2024,   12:54
ვრცლად
მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტი - ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოსა და მოსახლეობას არასრული ინფორმაცია აქვთ

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ინიციატვის შესახებ განმარტება გააკეთა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოსა და მოსახლეობას კანაფის ლეგალური კულტივაციასა და ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში არასრული ინფორმაცია აქვთ. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მზად არის თავად უხელმძღვანელოს შესაბამის საინფორმაციო კამპანიას.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის დაპირისპირების საკითხი და მასზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. 

„ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ზუსტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული, მიყვანილი ბოლომდე და მე ეს გამოვაცხადე დღეს. ვიქნები სათავეში ამ საინფორმაციო კამპანიისა. როგორი იქნება, რა იქნება, რამდენად დაცული და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, მე ამაში სრულიად ვეყრდნობი საპატრიარქოს, რომ უნდა იყოს დაცული. როგორი იქნება ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთად, ეს არ არის დაპირისპირების საკითხი ნამდვილად, არავის შორის. ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. უნდა ახალი მიიღონ ახალი კანონი, რეგლამენტაცია აუცილებელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები