19 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ნატო ჩხეიძემ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსი დატოვა - ჩხეიძის წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს 

ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსი დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა „არჩევანში" ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გააკეთა.

ჩხეიძე გადადგომის მიზეზებს არ ასახელებს - მის გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთებას სესიაზე გეგმავს.

„ამ შექმნილმა გარემოებამ და ვითარებამ და არა მარტო ამან გადამაწყვეტინა და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი,“-განაცხადა ჩხეიძემ.

მომხდარი მოულოდნელი იყო "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერისთვის. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ნატო ჩხეიძის გუნდიდან წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

„გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასე გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები