ხმაური და დაპირისპირება "პირველი რადიოს" ოფისში - კომპანია სვეტის დირექტორს, მენაშენეებმა დღეს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
თორნიკე ჯანელიძეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდა, მენაშენეები შეუვარდნენ და სიტყვა შეაწყვეტინეს.
ხმაურიანი დაპირისპირების გამო, სვეტის დირექტორის პრესკონფერენცია ჩაიშალა. დაზარალებული მენაშენეები კი ისევ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.