თიანეთში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ ახალგაზრდას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა.
დავით ჯიმშიტაშვილს "ქართული ოცნების" აქტივისტის ცემაში ადანაშაულებენ - მომხდარი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევას მოყვა.
სასამართლომ მას 3 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა - მანამდე კი დაკავებული გლდანის ციხეში გადაიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს აქტივისტების ზეწოლასა და დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს.