20 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
"ჩვენ დავასრულებთ დაპირისპირებას და შუღლს" - გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალციხეში განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიცის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალციხეში განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ახალციხის თეატრში შეხვდა. ის მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ”ქართული ოცნების” ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს შორისაა 400 ლარამდე გაზრდილი პენსია და 1000 ლარიანი შრომითი ანაზღაურება მასწავლებლებისათვის.

„28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები თქვენთან ერთად, ჩვენთვის არის ე.წ. „ქართული ოცნების“, რომელიც არც ქართული და არც ოცნება არ არის, ხელისუფლებიდან ჩამოცილების დასაწყისი და ჩვენ ამას გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. გთხოვთ, დაგვიდექით გვერდზე, რომ ეს სახადი მოვიხადოთ ბოლოს და ბოლოს. ჩვენ დავასრულებთ დაპირისპირებას და შუღლს. ე.წ. ხელისუფლებისგან არაფერი არ გვესმის გარდა 9 წლისა. კი, 9 წელი გვქონდა ჩვენ და შეგვიძლია მოვიყვანოთ რაბათიდან დაწყებული თბილისში, სიღნაღში და ბათუმში და ყველგან აღდგენილი და გარემონტებულები და თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ რა გააკეთეთ პრემიების და ხელფასების განაწილების გარდა? ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი იქნება 1000 ლარი, მორატორიუმი გამოცხადდება უსამართლო კრედიტებზე, რომელიც ახრჩობს საქართველოს და შემდეგ დავეხმარებით ამ კრედიტების გადახდაში, რომ ეს მოხდეს 2012 წლის ლარის კურსით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

დღის ამბები