24 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ხორბლის გადამზიდავების პროტესტი - აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თვითდაზიანებებს იყენებს

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს - ერთ-ერთი გადამზიდავი ამ წუთებში ლილოს ტერმინალში თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. მამაკაცი აქციის დანარჩენ მონაწილეებსაც მოუწოდებს არ წავიდნენ სამინისტროში შეხვედრაზე და მოითხოვონ მინისტრის მათთან მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის დაწვით იმუქრება. ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება. 

დღის ამბები