სისხლიანი გარჩევა თბილისში - ფალიაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, უცნობია მოტივი.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი დაშავებული ახალგაზრდები ალადაშვილის კლინიკაში მათ გადაიყვანეს.
დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. მათ ცეცხლნასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებათ.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.