19 დეკემბერი 2024,   11:47
ვრცლად
პარლამენტი თბილისში გადმოდის - ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა 

რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულ შენობაში 112-იც განთავსდეს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არ დარჩება.

„არის საუბარი იმაზე, რომ დასავლეთ საქართველოს ჰაბი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების, შსს-ს ორგანოების კუთხით შეიძლება განთავსდეს აქ, მათ შორის, შესაძლოა იყოს აკადემია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემდეგ დაზოგილი ფინანსები ქუთაისს მოხმარდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მოსახლეობის გადასახადები არარაციონალურად იხარჯებოდა, რაც მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა.

„ეს რესურს, რომ მათ მივცეთ და მათ გამოიყენონ, უმჯობესია, ვიდრე ის, რომ ამ წლების განმავლობაში ორ შენობაში მოძრავი პარლამენტი არცერთ ქვეყანას არ აქვს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები