19 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
უსირცხვილოდ თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - მაჩალიკაშვილების ოჯახი „პანკისობა 2018“-ის გამართვაზე

პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად იძაბება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფლავიდან რამდენიმე მეტრში დაიგეგმა ღონისძიება, რაც ოჯახისთვის მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება 19 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეს არ იძიებს.

„რომ დახვრიტეს ჩემი შვილი, ჯერ პასუხი არ არის, 9 თვე არის გასული. ორი კვირაა, ჩემი მეუღლე პარლამენტის წინ შიმშილობს დღე და ღამეს მანდ ათენებს, ესენი კიდევ უსირცხვილოდ, თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა, კონცერტების. ამათ თუ ულხინთ. ჩვენ არ გვილხინს, პანკისს საერთოდ არ ულხინს. ხედავთ, პანკისიდან აქ არავინ არ არის,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია, ელენე მაჩალიკაშვილი, ამბობს, რომ მისი ოჯახის ტრაგედიას მთელი პანკისი იზიარებს.

„მე არავის არაფერს არ ვუშლი, არც ლხინს ვუშლი, არც ქორწილს ვუშლი, მაგრამ, სადაც ჩემი შვილიშვილი მარხია, მთავრობა პირდაპირ იქ ამოვიდა და იქ მოაწყეს ტაშ-ფანდური,“ - განაცხადა ელენე მაჩალიკაშივლმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და - ნატა მაჩალიკაშვილი, აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობის შესახებ სიმართლის დადგენის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნა.

დღის ამბები