19 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
თემირლანის საფლავიდან პირდაპირ ორ მეტრში ჰქონდათ ჩანაფიქრი, ტაშ-ფანდური გაემართა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მთელი ხეობა გლოვობს თემირლანს დღესაც და თემირლანის საფლავიდან პირდაპირ ორ მეტრში ჰქონდათ ჩანაფიქრი, ტაშ-ფანდური გაემართა,“ - ეს განცხადება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა, გააკეთა.

მაკლხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მთელი ხეობისთვის მიუღებელი იყო „პანკისობა 2018“-ის აღნიშვნა მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები დაუსჯელები არიან.

„ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი ძალიან, ჩვენთვის კი არა, ეს იყო მთელი საქართველოსთვის მიუღებელი, ეს არ შეიძლებოდა და ამან გამოიწვია ეს პროტესტიც,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მასთან ერთად ხეობის წარმომადგენლები ითხოვენ სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების დასჯას.

„სანამ არ დაისჯებიან ეს ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ, ტერაქტის მუხლით, არადა ისე, უბრალოდ, დღეს ჩასხდნენ, ხვალ გამოვლენ და ამ საქმეზე იმუშავებენ დღეს აქ ვინც შეიკრიბებიან, ის 30 ადამიანი, მთელ ხეობასთან ექნებათ კომუნიკაცია, კონტაქტები. ეს მოთხოვნები გაჟღერდება, ახლა როგორც მე დავასახელე იმ 4 იქნება თუ 10 იქნება, იმ სპეცრაზმელის, ყველა სპეცრაზმელის დასჯა, გოგაშვილის დასჯა, გომელაურის დასჯა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები