13 დეკემბერი 2018,   18:36
ვრცლად
"ხალხი მაინც გამოვა" - მეუფე ანტონი დარწმუნებულია, რომ კანაფის ექსპორტის კანონპროექტის არჩევნების შემდეგ განხილვას პროტესტი მოჰყვება

„ჩვენ რომ არ გამოვიყვანოთ, ხალხი მაინც გამოვა,“ - ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმ,ა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტის განხილვის განახლებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ „სანთლების რევოლუციაზე“ როდესაც საუბრობს, ამაში გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიანი გზით ეცდებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას.

„ერთი რამ ცხადია, რომ იარაღით ხელში არავინ არ გამოვა და მე ვთქვი და მერე სანთლების რევოლუცია, მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ რაღაცნაირად გამოვხატავთ ჩვენ პროტესტს,“ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე ანტონი იმ მთავარ მიზეზს განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან სასულიერო პირები აღნიშნული კანონის მიღებას. მეუფის თქმით, არ სურს, რომ საქართველოს "ბარიგა ქვეყნის" სტატუსი ჰქონდეს.

„ჩვენგან არ არის ეს სიტყვა ლამაზი, მაგრამ არ მინდა, საქართველოს ბარიგა-ქვეყნად იცნობდნენ. ჯერ ერთი, აქედან შემოტანილი თანხა, პატრიარქმაც თქვა და ყველა ვამბობთ, რომ აქედან შემოსული თანხით გამდიდრება ცოტა არ შვენის," - განაცხადა მეუფე ანტონმა.

დღის ამბები