19 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
გურიაში სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა

გურიაში სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა. შემთხვევა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, მეცხრე კლასის საკლასო ოთახში მოხდა. ბათქაში მასწავლებელს დაეცა. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. შემთხვევის შედეგად მოსწავლეები არ დაშავებულან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ სკოლაში ეს ჭერიდან ბათქაშის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა. სკოლაში აცხადებენ, რომ შენობა ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.


დღის ამბები