„რუსთავი 2“ მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, რომლის მიხედვით, კომისიამ სალომე ზურაბიშვილის დასაცავად მაუწყებლებს ეთერიდან სარეკლამო კლიპების ამოღება მოსთხოვა.
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მარეგულირებელი კომისია საკუთარ უფლებამოსილებას სცდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი2" შეასრულებს კანონის მოთხოვნებს და არ დაემორჩილება მიკერძოებულ ინსტრუქციას.
„კლიპებს არ ამოვიღებთ იმდენად, რამდენადაც მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას, აბსოლუტურად ღიად და გასაგებად, ჩვენ შევასრულებთ კანონის მოთხოვნებს და არა ვიღაცის მიკერძოებულ ინსტრუქციას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ერთ საათში ”კურიერში” - რა მოთხოვნით მიმართა კომისიამ ნაციონალურ მაუწყებლებს და რომელი სარეკლამო რგოლების აკრძალვას მოითხოვს უწყება.