05 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
22% გრიგოლ ვაშაძე, 18% - დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი -15% - Edison Research-ის პოლიტიკური რეიტინგები 

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური - როგორია პოლიტიკური რეიტინგები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე - მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა ჩაატარა.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. მთავარი მოგნება კი ასეთია:

შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს  გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%

დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.


„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%  

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%

„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.

სხვა კანდიდატს - 7%

კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.

დღის ამბები