„მე ვთქვი, რომ სამეგრელოს მეზობელია“- აფხაზეთთან დაკავშირებით ამ განმარტების გაკეთება პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად მემორიალთან მისულ მოსახლეობასთან მოუწია.
მოქალაქემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ რატომ უწოდა მან აფხაზეთს „განგრენა“, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებული ტყუილი.
სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.