19 დეკემბერი 2024,   11:00
ვრცლად
Edison Research-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 79%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research-ის კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, ქვეყნის განვითარების შეფასებასაც მოიცავს. შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 13%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე კი პასუხი არ აქვს გამოკითხულების 8%-ს.

Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ამავე კვლევის თანახმად, საარჩევნო მარათონში ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ სამეულში ხვდება.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები