19 დეკემბერი 2024,   11:00
ვრცლად
მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას გამოკითხული მოსახლეობის 62% სრულად არ ეთანხმება - Edison Research

„ემხრობით თუ არა მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას?“ - ეს კითხვა საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოსახლეობას დაუსვა.

გამოკითხული მოსახლეობის 62% მთავრობის ინიციატივას სრულად არ ეთანხმება.

შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა:

სრულად არ ვეთანხმები 62%

არ ვეთანხმები 26%

არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები - 5%

ვეთანხმები 3%

სრულად ვეთანხმები 1%

არ ვიცი ან უარი პასუხზე - 3%.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები