19 დეკემბერი 2024,   11:10
ვრცლად
საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნად 29% აშშ-ს, 28% ევროკავშირს, 7% კი რუსეთს ასახელებს  - Edison Research -ის კვლევა

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა რესპონდენტებს  საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის დასახელება სთხოვა.

კითხვაზე: ვის მიიჩნევთ საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანად? რესპონდენტების უმრავლესობამ, 29%-მა, ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა, 28 %-მა კი ევროკავშირის ქვეყნები.  

გამოკითხულთა მცირე ნაწილი,  7% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი რუსეთი ან უკრაინაა. 

მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

საქართველოს პარტნიორად აზერბაიჯანს - 3%, თურქეთს - 2%,  სომხეთს კი  1% მიიჩნევს.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები