25 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
"ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ მსჯელობებში" - მამა ანდრია ჯაღმაიძე უკრაინისთვის ავტოკეფალიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე 

როგორი იქნება საქართველოს პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. საქართველოს საპატრიარქოში ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,  კონსტანტინოპოლისა და შემდეგ უკვე რუსეთის საპატრიარქოებიდან ელოდებიან.

პროგნოზების გაკეთება უჭირს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწეს, დეკანოზ ანდრიას. მისი თქმით, საქართველო ამ საკმაოდ რთულ განხილვებში არ მონაწილეობს.

„უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორ დიდ ეკლესიას შორის, თითოეულ მათგანს აქვს თავიანთი ლოგიკა. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ მსჯელობებში.  უკრაინის საეკლესიო ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი სირთულეები და ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული არის,“-განაცხადა კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწე მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები