05 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
აქცია ფოთში - მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, რიონის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო კონსტრუქციების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ,  რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით 2 წლის წინ გადმოიყვანეს.

მათთვის გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.

მოვაჭრეების განცხადებით, ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ მათთვის ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებიათ. ისინი პოზიციების დათმობას და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

დღის ამბები