19 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფა - „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

პოლიტიკური პარტია ”თავისუფალი საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

საუბარია კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფაზე და სატელევიზიო სარეკლამო ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით,  დისკრიმინაციულად მხოლოდ სამ პარტიაზე ნაწილდება.

"თავისუფალი საქართველო" პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმის გაუქმებას ითხოვს. 

„ყველანაირი მცდელობა მიმდინარეობს, რომ ჩვენ ყველანაირად შეგვიზღუდონ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ჩვენ შტაბი უახლოეს დღეებში ვაპირებთ აბსოლუტურად სხვა ტიპის კამპანიის დაწყებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავაპროტესტებთ უსამართლობას,“-განაცხადა კახა კუკავამ

დღის ამბები