02 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
ინფორმაციები მაქვს - ”ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიის დირექტორს, გიორგი ქურდაძეს, სასამართლოში კითხავენ

რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანია იბერიას საქმეზე, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიის დირექტორს, გიორგი ქურდაძეს, უკვე ერთი საათია, სასამართლოში კითხავენ.

დაკითხვა, გიორგი ქურდაძის მოთხოვნით, სასამართლოზე მისივე ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობს.

გიორგი ქურდაძის თქმით, გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც ფლობს ომეგას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს კონკრეტული პირების დანაშაულზე, თუმცა, დეტალებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.

ომეგა ორი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის გადანაწილების სქემაში ფიგურირებს, რომლის ფარული ჩანაწერიც რუსთავი2-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ომეგა ჯგუფის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, ამბობს, რომ ომეგას წარმომადგენლები სრულად აწვდიან გამოძიებას ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

„თუ გამოძიების მხრიდან მომავალში მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით პოზიციას, რომ რომელიმე მოწმემ რაიმე დააკლო, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციით ნაკარნახევი, რომ იმაზე მეტი შეკითხვა მათი მხრიდან არ დასმულა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები