23 დეკემბერი 2024,   22:26
ვრცლად
თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ - დაზარალებულია 4 აქტივისტი

ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ. დაზარალებულია 4 აქტივისტი.

"ჩემს მეგობარს ყელში წაუჭირა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, ასევე, ჩემს მეგობარს გაარტყა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, მეც მომაყენა ფიზიკური დაზიანება. ტანისამოსი შემოგვახია. აქ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო. მე ველოდები, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და მიიყვანენ ბოლომდე," - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

თავდამსხმელი კი მათივე მეზობელი იყო. ის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა და მას მოკვლით ემუქრებოდა. თავდამსხმელი დაზარალებულებთან ერთად ღამითვე გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

დღის ამბები