22 დეკემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ექსმინისტრი, რომელიც სარდაფში ჩაკეტეს, სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - ახალი სკანდალური ჩანაწერები "ომეგა ჯგუფის"საქმეზე

სარდაფში ჩაკეტილი და ნაცემი ექსმინისტრი, რომელსაც ყოფილი პროკურორი გაუპატიურებით ემუქრება -„ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული ახალი ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ რა მეთოდებით მართავენ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული მაღალჩინოსნები ქვეყანას.

ახალ ფარულ ჩანაწერებში, სადაც საუბრის მონაწილეები თავის დაზღვევის მიზნით ნაცვალსახელებით და ზოგჯერ კოდური სიტყვებით საუბრობენ. ცანაწერები რამდენიმე ეპიზოდად იყოფა:

ეპიზოდი პირველი:

ჯერ კიდევ 2004 წელს ქვეყნიდან წასული ზაზა ოქუაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში ბრუნდება საქართველოში. იგი ხვდება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უყვება თავისი ბიზნესის პრობლემების შესახებ.

ივანიშვილი მას დახმარებას ჰპირდება. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილთან კონტაქტზე გადის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძე მას ეუბნება, რომ მისი ბიზნესპრობლემების მოსაგვარებლად ოქუაშვილმა უნდა გადაიხადოს ე.წ. კონტრიბუცია - 4 მილიონი.

ოქუაშვილი იხსენებს, რომ ეს საუბარი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ფარცხალაძე გარშემორტყმული იყო შეიარაღებული ადამიანებით და მათი უმრავლესობა - თავად ყოფილი მთავარი პროკურორიც  დიდი ალბათობით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ზაზა ოქუაშვილი ფარცხალაძეს ეუბნება, რომ მას ურჩევნია, უშუალოდ ივანიშვილთან გააგრძელოს მოლაპარაკება, რაზეც ფარცხალაძე პასუხობს, რომ ის წარმოადგენს სწორედ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის ივანიშვილის შუამავალი. ამ თემებზე საუბარი, სპორტის ყოფილ მინისტრსა და ზაზა ოქუაშვილს შორის მიმდინარეობს.

ლევან ყიფიანი - ეს იყო ეს კონტრიბუცია და ეგრე ხდება რა და არი რაღაცა კონტრიბუციას გადიხარ, რომ ახალი ჩამოსული იყავი, რაღაცაა ის, ის გითხრეს შესაბამისად მიიღე და მე...

ზაზა ოქუაშვილი - ახლა ივანიშვილთან შენ შემახვედრე ლევან ხო და ივანიშვილი რომ გეტყვის, რომ მოიტანეო 4 მილიონი და 5 მილიონი რა ვიცი იმის შემდეგ პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ შენ მანამდე დაპატიმრებული იყავი სარდაფში.

ლევან ყიფიანი - მე ამაში რამეში ვარ შუაში?

ზაზა ოქუაშვილი - არა ხარ შუაში? შენ არ იჯექი იქ?

ლევან ყიფიანი - მერე, მერე რა რომ...“

მეორე ეპიზოდი:

ზაზა ოქუაშვილი ხვდება სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს და სთხოვს მას ვითარებაში გარკვევას.

ლევან ყიფიანი მიდის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და სვამს კითხვას - "რა როლი აქვს ამ პროცესებში ოთარ ფარცხალაძეს?" კვირიკაშვილი მიდის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან და მისგან იღებს დასტურს, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი მითითებებით მოქმედებს და მისი შუამავალია, თუმცა მილიარდერი ძალიან უკმაყოფილო რჩება ამ საქმეში კვირიკაშვილის ჩარევით და ავალებს ოთარ ფარცხალაძეს, შეხვდეს ლევან ყიფიანს და ჭკუა ასწავლოს მას.

ამის შემდეგ იწყება ამ ამბის მესამე, ანუ "სარდაფის" ეპიზოდი:

ოთარ ფარცხალაძე თავის ჯგუფთან ერთად, ფაქტობრივად, იტაცებს ლევან ყიფიანს და ის მიჰყავს კონსპირაციულ ადგილზე.

"რუსთავი 2"-სთვის ცნობილი გახდა მიახლოებითი მისამართიც, სად მდებარეობს ეს შენობა - ეს არის საბურთალოს ბაზრის უკან მდებარე ტერიტორია.

სპორტის ყოფილი მინისტრი ჩაჰყავთ სარდაფში, მას უმოწყალოდ სცემენ, შემდეგ მთლიანად აშიშვლებენ და ემუქრებიან - "წესიერად თუ არ მოიქცევი, შეგისრულებთო" - ანუ გაგაუპატიურებთო.

სპორტის ყოფილი მინისტრი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რომ ის თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს. მთელი ღამის გაუჩინარების შემდეგ ყიფიანი მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდება სახლში.

ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ქვეყნის ერთ დროს მთავარი პროკურორი, რეალურად, ქვეყნის მთავარი კრიმინალია. მისი მფარველი კი - ბიძინა ივანიშვილი.

“ლევან ყიფიანი - მე რომ მივედი იმ კაცთან, ვისთანაც ავარია მოხდა, რატომ მოხდა იქ ავარია? შეგახსენებ რა...

ზაზა ოქუაშვილი - ავარია არ არის ეგ, სარდაფში ჩასვლა და ცემა-ტყეპა, მე ვიყავი ნაცემი , კოკი თუ ლევანი იყო მითხარი ერთი რა.

ლევან ყიფიანი - რა შუაშია მეთქი, რა შუაშია მეთქი თქვენ რომ არ წამოხვედით იქ, შეიძლება სწორედაც ჩემს თავზე ავიღე იქ რაღაცეები. იქ რომ არ წამოხვედი რა დროსაც მოხდა და იქ მოხდა ის, რომ რა შუაში ხარ მეთქი შენ ამ თემაში მეთქი. მაგან გამოიწვია ეგ თემა.

ზაზა ოქუაშვილი - ოთართან.

ლევან ყიფიანი - მაგან ის როგორ კაცო, შეთანხმებული არიო, კაცმაო ისაო, მე შემითანხმაო, შენო იმის იმას რას ითვლიო და მაგიტომ მოხდა ეს, ისა და მე რაღაცა მტყუანის ესე და ისე მეთქი და...

ზაზა ოქუაშვილი - ლევან მესმის, მაგან მომთხოვა მაგ კაცმა, მერე შენ წახვედი კვირიკაშვილთან და უთხარი, ეს ხომ არ გაგიჟდაო”

ეპიზოდი მესამე:

ზაზა ოქუაშვილი ისევ პირადად ხვდება ბიძინა ივანიშვილს, ლევან ყიფიანის თანდასწრებით.

ამ შეხვედრაზე ივანიშვილი პირდაპირ მოითხოვს, რომ ზაზა ოქუაშვილმა 4 მილიონი გადაიხადოს - ყველა ასე იხდის იმიტომ, რომ მე მიწევს "ბიჭების" დაფინანსებაო.

"ბიჭებში" ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეშევრდომებს გულისხმობს, მათ შორის, ალბათ, ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ, რაც მთავარია, მორჩილ წევრებს.

აი ამ მოვლენების შემდეგ არის სწორედ გაკეთებული ფარული ჩანაწერები. 

ლევან ყიფიანი - არა, კვირიკაშვილთან რაზე მივედი იცი, მეთქი ვინ არის ეს კაცი, ის არი პაგონებიანი? რა შუაშია არი მეთქი? - ეს უნდა გვეკითხა და გავიგეთ, რა. დაგვასწრო ამან რა. მე პრობლემები შემექმნა, კაცი მივიდა და მეუბნებოდა მე ვარო იმ კაცისგანო და მე ვერ დავიჯერე, მეც მიმყავს მეთქი, მეც იმ კაცისგან ვარ მეთქი.

ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილისგანო.

ლევან ყიფიანი - მისულები ვართ მეთქი, მე და ბატონი ზაზა იქ ვიყავით მეთქი და იქიდან ყველანაირი გვერდზე დგომა აღგვითქვა მეთქი ამ კაცმა. კარგიო, იმან ეს არ დაიჯერა, მერე მოხდა ჩვენ როცა მივედით იქ, დაგვხვდა ესეთი ისა, რომ ეს კაცი მეუბნება, რომ შენ ძმაო იქ მისულხარო და როცა ჩემთან დადიოდიო. ჰო ეგრე იყო?

ზაზა ოქუაშვილი - კი ბატონო კვირიკაშვილთან მიხვედი და მაგან იცოდა წინასწარ. დათო დაგინახო დათო. რატომ ვამბობ იცი დათო?

დათო - აგერ ვარ ზაზა.

ზაზა ოქუაშვილი - გაგვირკვიე ეს საქმე, რა ვიცი მე იმიტომ რომ კაცო, კვირიკაშვილთან მიდის, მერე კონფლიქტი ხდება, ავარიას რომ ეძახის, სარდაფი და ამბავი, მერე კონფლიქტი ხდება, იმის მაგივრად რომ კვირიკაშვილს დაეწყნარებინა. მერე მივდივართ ივანიშვილთან და ივანიშვილმა თქვა, რომ გადასახდელიაო.

​ 

დღის ამბები