03 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებს და შიმშილობას იწყებს 

მსოფლიო ჩემპიონი და რამდენიმე წიგნის ავტორი ბესიკ მიქელთაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშრალ შიმშილობას იწყებს. მიქელთაძე პროტესტის უკიდურესი ფორმით, ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებს.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, შიმშილს მანამ გააგრძელებს, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტს ქუთაისში დატოვებენ.

„ქალაქს სჭირდება ხელოვნურად უკვე წახმარება, ხელოვნურად სუნთქვა და ამისათვის აუცილებელია იყოს პარლამენტი. პარლამენტი არის მსხვილი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა განავითაროს ქალაქი,“ - განაცხადა ბესიკ მიქელთაძემ

დღის ამბები