19 დეკემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ყველაფერი მოხდა კანონის შესაბამისად - მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონის გატანაზე

„თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „თიბისი ბანკი“ ისედაც 20:00 საათამდე მუშაობს და ოქუაშვილის ინფორმაცია, რომ მის მიერ გადარიცხული თანხის გატანა საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კანონდარღვევით მოხდა სიცრუეა.

მამუკა ხაზარაძე არ უარყოფს, რომ ბანკიდან 4 მილიონი გაიტანეს, თუმცა ამბობს, რომ ოპერაცია კანონის სრული დაცვით შესრულდა.

"ჩვენი პრობლემა ზოგადად, საზოგადოების, არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება, მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავის პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე.

ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად და დანარჩენს ჩვენი იურისტები იტყვიან.

ჩვენი ბანკი მუშაობს რვა საათამდე. ათი წელია უკვე ამიტომ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა“-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"თიბისი ბანკის" იურისტი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ეკა ეგუტია ამბობს, რომ ყველა ტრანზაქცია განხორციელდა სამუშაო საათებში.

მისი თქმით, კომპანია, რომლის ანგარიშზეც აღნიშნული თანხა იყო გადარიცხული, ოფშორში რეგისტრირებული არ ყოფილა.

"ყველა ტრანზაქცია, მათ შორის ეს ტრანზაქცია, დაცულია ყველანაირი ნორმა. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.  ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია. არავითარი ოფშორული კომპანია არ არის. ეს კომპანია არის ქართული, სათანადოდ იუსტიციის სახლში რეგისტრირებული.

არ დაგვჭირვებია ეროვნული ბანკის დახმარება, პირველად მესმის ასეთი რამ თუ გააჟღერა"-ამბობს "თიბისი ბანკის" იურისტი ეკა ეგუტია.

"ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნის შემდეგ 4 მილიონი ოფშორში 1 დღის დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა. ასეთი თანხის მოკლე ვადებში განაღდებას კი კანონი კრძალავს. ოქუაშვილი იმედოვნებდა, რომ დროს მოიგებდა და ივანიშვილი ფულის გატანას ვერ მოახერხებდა, თუმცა მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ის, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ბორჯომიდან ჩამოეყვანათ და თანხა არასამუშაო დროს გაეცათ.

დღის ამბები