19 დეკემბერი 2024,   11:58
ვრცლად
მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა - დეპუტატმა „კურიერთან“ მიზეზები განმარტა

პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. დეპუტატმა „კურიერთან“ ინტერვიუში იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა ჩიქოვანი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

„ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ყოველგვარი პარტიული შდია წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადეობის ინტერესების შესაბამისად. ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატის წასვლის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მაშინ პარტიაში ის არ დაადასტურეს.

დღის ამბები