რუსული ვერტმფრენი სოფელ მეჯვრისხევის თავზე - არსებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.
როგორც "რუსთავი2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ხაზთან რუსული ვერტმფრენების ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობა.
სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.